12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ ორგანიზებით გაიმართა ორი წიგნის: “ხიზნები კომანის მონასტერთან” და “მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” განხილვა და ავტორებთან შეხვედრა. ორივე წიგნში მოთხრობილი ამბები დაკავშირებულია მამა ანდრიას (ანდრია ყურაშვილი) ბავშვობასა და შემდგომ პერიოდთან. შეხვედრაზე შორენა ლებანიძემ წარადგინა საკუთარ წიგნი – „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“, ხოლო ცირა ყურაშვილმა კრებული – „ხიზნები კომანის მონასტერთან“. ავტორებმა გაიხსენეს საინტერესო მომენტები მამა ანდრიას ცხოვრებიდან. შეხვედრის პარალელურად მოეწყო ორივე წიგნის გამოფენა-გაყიდვა.

 

 SemoqmedebiTi