2015 წლის 1 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოში გაიმართა წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ასევე, მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენლები. სხდომას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე). წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მოღვაწეობისა და მისი განსასვენებელის საქართველოში არსებობის შესახებ ვრცლად ისაუბრა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ. მაქსიმე აღმსარებლის, როგორც დიდი საეკლესიო მოღვაწის შესახებ მოხსენება წაიკითხა თბილისის სასულიერო აკადემიის დოქტორანტმა დეკანოზმა ლონგინოზმა (სუარიშვილი). სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა აბაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯონი აფაქიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი ასათიანი. სამეცნიერო სხდომის მუშაობა შეაჯამა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ საჭიროა წმ. მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლის შესწავლის გაგრძელება და ლეჩხუმში წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტერთან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება.

 

 SemoqmedebiTi