ინტელექტუალური კონკურსის - "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" 2015 წლის IV-VII ადგილებზე გასულმა გუნდებმა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია მოილოცეს

2015 წლის 25-26 ივლისს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინტელექტუალური კონკურსის - "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" IV-VII ადგილებზე გასული უფროსი და უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გამარჯვებული გუნდები: 1. „კარიბჭე“ -ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია; 2. „XI ჟამის მუშაკნი“- ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლა; 3. „ჯვარი მძლეველი“- ლენტეხის რ-ნის ჩოლურის თემის საჯ. სკოლა; 4. „უფალო შეგვიწყალენ“ - საგარეჯოს რ-ნის სოფ. ნინოწმინდის საჯ. სკოლა; 5. „ბეთლემი“- საგარეჯოს N4 საჯ. სკოლა; 6. „ქრისტეს გზა“ - N191-ე საჯ. სკოლა; 7. „ემანუელი”- თიანეთის N2 საჯ. სკოლა, მათი ხელმძღვანელები და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარესთან, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოს სტეფანესთან (კალაიჯიშვილი) ერთად ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ესტუმრნენ. ორი დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მოილოცეს წალკის მუნიციპალიტეტის ოლიანგის ღვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტერი, სოფ. ფოკის წმ. ნინოს სახ. მამათა და დედათა მონასტრები, ფარავნის ტბა, სოფ. საღამოს წმ.თამარ მეფის სახ. დედათა მონასტერი, ახალქალაქის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერი; ეკვდერი, სადაც დაბრძანებულია ტურინის სუდარის ასლი და წარმოდგენილია ენკაუსტიკური ხატწერის ნიმუშები, მეუფე ნიკოლოზის სახლი- მუზეუმი, სოფ. კუმურდოს ტაძარი, სოფ. ჩუნჩხას წმ. გიორგის სახ. ტაძარი, ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა და ზემო ვარძიის ღვთისმშობლის სახ. დედათა მონასტრები. მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ ყველა ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა . 26 ივლისს, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ ახალქალაქში, საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებულ წმ. მთავანგელოზ გაბრიელის სახ. ტაძარში, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ სტუმრებისთვის საზეიმო ტრაპეზი გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi