2015 წლის 10 ივლისს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ გიორგი კახიძის (ბუნდოვანი) შემოქმედებითი საღამო. პოეტმა წაიკითხა საკუთარ ლექსები, ასევე, ნაჩვენები იქნა მისი 3 მინი არტ - ფილმი (კინო–პოეზია). ღონისძიებას უძღვებოდა მღვდელი გურამ ოთხოზორია. გიორგი კახიძის (ბუნდოვანი) შემოქმედებაზე ისაუბრეს: დეკანოზმა მერაბ დეკანოსიძემ, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ფარეშიშვილმა, მეუფე თადეოზის შვილმა, მარიამ იორამაშვილმა, პოეტმა - გიორგი რამაზაშვილმა, პუბლიცისტმა - ზაურ ნაჭყებიამ, პოეტმა - რამაზ ბერაძემ, მწერალმა, ლიტ-კრიტიკოსმა და მხატვარმა - მარსიანმა (გიორგი ბენიძე), პოეტმა და მსახიობმა - მარიკა ჟორჟოლიანმა, ორნიტოლოგმა - მალხაზ სიხარულიძემ, ქეთევან ზოიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის შემოქმედების მოყვარულები და სასულიერო პირები. გიორგი კახიძე (ბუნდოვანი) არის 60 -ზე მეტი მინი არტ-ფილმის და 5 პოეტური კრებულის ავტორი, 4 საერთაშორისო არტ–ფესტივალის, მრავალი პოეტური საღამოს და პერფორმანსის მონაწილე და დამდგმელი, 90–იანი წლების დასაწყისში ცნობილი პოეტური ორდენის „ქრონოფაგების“ თანადამფუძნებელი.

 

 SemoqmedebiTi