2015 წლის 28 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სახალხო მხატვრის, აკადემიკოს მ. თოიძის სახ. ხელოვნების სტუდიის მოსწავლეების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 - დან -11 წლამდე ასაკის მოსწავლეების ფერწერაში შესრულებული ნახატები, ასევე, ნაქარგები და ხელნაკეთი ნივთები.
მ. თოიძის სახ. ხელოვნების სტუდიის ხელმძღვანელებმა ქეთევან ბენდელიანმა და ნატო ფირცხალავამ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

 

 SemoqmedebiTi