2015 წლის 30 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ბადრი სულაძის ლექსების კრებულის - „ჩიტიწყალა“ (რაჭული მოტივები) წარდგინება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: რაჭის განვითარებისა და გადარჩენის კავშირის წარმომადგენლები: იაგო გოგრიჭიანი და ოთარ კერვალიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, პოეტი გურამ გორდეზიანი, მღვდელმონაზონი სვიმონი, პოეტები: შოთა ტოგონიძე, გივი ჩიღვინაძე, კახა შალამბერიძე, პაპუნა ქვარიანი, ჯუბა ღებელი, დავით არახამია, აჩიკო ალექსიშვილი, მიხეილ ქაშიაშვილი, მანანა ტონია, დიანა ლომიძე, ბელა ალანია. პოეტებთან ერთად, ბადრი სულაძის ლექსები წაიკითხა ამბროლაურის სახალხო თეატრის მსახიობმა ლილიანა მხეიძემ.

 

 SemoqmedebiTi