2015 წლის 21 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ღვთისმეტყველების სასწავლო ცენტრ „ლოგოსის“ ეგიდით გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის ფინალი, რომელშიც მონაწილეობდნენ მისაქციელის, საგურამოს და თბილისის 124-ე და 130-ე საჯარო სკოლების IX-X კლასის მოსწავლეები. „ლოგოსის“ ფინალურ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა საგურამოს საჯარო სკოლის IX კლასის გუნდმა - "ლიბო", რომელიც დაჯილდოვდა ტაო-კლარჯეთის საგზურით.

 

 SemoqmedebiTi