2015 წლის 8 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დათო ახლოურის ახალი კრებულის - „ყვითელი ფოთლები“ წარდგინება. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა "საარ"-'ში. კრებულის რედაქტორი, პოეტი თამარ ლომსაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე - ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ვალიაური; გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი, მწერალი და ჟურნალისტი ვაჟა შაქარაშვილი; გორის რაიონის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი გულიკო ბზიშვილი; ფოლკლორულ ანსამბლი „ლომისისი“, ხელმძღვანელი შალვა ილურიძე და სხვ.

 

 SemoqmedebiTi