18 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო ქალბატონ ციცინო ჯერვალიძის წიგნის "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით"_ წარდგინება.  
საღამოს უძღვებოდნენ ბატონი ერეკლე საღლიანი და ქალბატონი ციცინო ჯერვალიძე. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ჩამობრძანდა ლევან ზურაბიშვილის მეუღლე ქალბატობი ზეინაბ კედია, რომელიც ქალბატონ სალომესთან და ბატონ ჯანრი კაშიასთან ერთად ესწრებოდა წიგნის წარდგინებას. საღამოზე, ქართველი ემიგრანტის ლევან ზურაბიშვილის და პეტრე ხვედელიძის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს: ერეკლე საღლიანმა, სოფიკო ჯერვალიძემ, როსტომ ჩხეიძემ, მზია ბაქრაძემ, ნინელი ჯანკვეტაძემ, პაატა ნაცვლიშვილმა, ვახტანგ გურულმა, რუსუდან ბოლქვაძემ, რუსუდან კობახიძემ და თინათინ მღვდლიშვილმა.
საღამოზე ხალხური სიმღერები შეასრულეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლმა "ლაზარე"-მ, ასევე ანსამბლებმა "კვირია"-მ და "მძლევარი." 
წიგნი `პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით~_ ეპისტოლური ჟანრისაა, მოიცავს ქართული ემიგრაციის მეორე თაობის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს და ეძღვნება ჩინებული ქართველი ემიგრანტების _ პეტრე ხვედელიძისა და ლევან ზურაბიშვილის მეგობრობას. 
წიგნში შესულია პეტრე ხვედელიძის მოგონება ლევან ზურაბიშვილზე, ინტერვიუ ქალბატონ ზეინაბ კედია-ზურაბიშვილთან, სალომე ზურაბიშვილის მოგონება _ "მამაჩემი ლევანი," ასევე ლევან ზურაბიშვილის დაგრძალვაზე წარმოთქმული სიტყვები, სამგლოვიარო წერილები და დეპეშები.
წიგნის მეორე ნაწილი მოიცავს პეტრე ხვედელიძის ბიოგრაფიის ფრაგმენტებს და მის ინტერვიუს, რომელიც 2004 წელს, საქართველოში მის სტუმრობასა და რადიო `ამერიკის ხმაში~ მის საქმიანობას შეეხება.
წიგნის შექმნის იდეა ეკუთვნის ქალბატონ ციცინო ჯერვალიძეს, რომელმაც უხუცესი ქართველი ემიგრანტის და საზოგადო მოღვაწის ბატონი პეტრე ხვედელიძის პირადი ბიბლიოთეკისა და არქივის დამუშავების შედეგად გამოსცა წიგნი `პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით.~  

 

 SemoqmedebiTi