ოთარ ქანდარიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

2015 წლ 23 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა ქუთაისელი მხატვრის ოთარ ქანდარიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, რომელიც 25 მარტამდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილიმხატვრის სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილი 50–მდე მხატვრული ტილო.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ:   ქ. ქუთაისის  მერიის კულტურის სამსახურის უფროსის  მოადგილე  ელისო ქაროსანიძე,  ბაბო მიქელაძე- ჭიჭინაძე,  არქიტექტორი - კოტე მემანიშვილი, მწერალ გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ნათელა დოჩანაშვილი,   რეჟისორი - გიორგი თავაძე,  ჟურნალისტი - მარიეტა საყვარელიძე,  მწერლები: ირმა გურიელი, რეზო კლდიაშვილი, რეზო ნაჭყებია, მხატვრები: კარლო ფაჩულია, ჯეირან ფაჩუაშვილი, გიორგი კიკვაძე და სხვ.

გამოფენა მხატვრის ქალიშვილის, ლიზა ქანდარიას და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.  დასწრება თავისუფალია.

Last Updated (Monday, 23 March 2015 16:50)

 

 SemoqmedebiTi