2015 წლის 25 მარტს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და CDD-ს საინიციატივო ჯგუფის - „ხელოვნება მშვიდობისთვის“ (CDD „ART FOR PEACE“) თანადგომით გაიმართა შეხვედრა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძესთან თემაზე: „რამ გადაგვარჩინა?!“ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველმა მეცნიერმა მარიამ ლორთქიფანიძემ ისაუბრა საქართველოს წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები: "საგალობელი", ხელ-ლი მაია მიქაბერიძე და "იავნანა" , ხელ-ლი გიორგი სუხიშვილი. ასევე, მომღერალი მარიამ ელიეშვილი და 159-ე სკოლის მოსწავლეები (მასწავლებელი მარინა ბედოშვილი). სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი და მწერალი ერეკლე საღლიანი. საღამოს უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი.

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi