2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოს სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ახალი წიგნის - „ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ...“ წარდგინება.
წიგნში შესულია მეუფის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიები, თარგმანები და სამეცნიერო ნაშრომები საღვთისმეტყველო, ფილოსოფიის, განათლების, ისტორიის, რელიგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კრებულში ასევე შესულია სხვადასხვა მეცნიერებთან ერთად შესრულებული კვლევა ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების შესახებ.
ახალ გამოცემასთან დაკავშირებით ისაუბრეს და სიტყვით გამოვიდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, პროფესორები: ჯემალ გამახარია, როზეტა გუჯეჯიანი, მაია რაფავა, იზოლდა მელიქიშვილი, ჯუმბერ კოპალიანი. მწერლები: ტარიელ ხარხელაური, მაყვალა გონაშვილი. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლმა - „იავნანა“ შეასრულა საგალობლები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სასულიერო პირები, მწერლები და მეცნიერები.
კრებული გამოიცა წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ცენტრისა და გამომცემლობა „აღმსარებლის“ მიერ.
წიგნი განკუთვნილია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის. გამოცემის შეძენა დაინტერესებულ პირთათვის შესაძლებელია სხვადასხვა საეკლესიო მაღაზიებში.

 

 SemoqmedebiTi