2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა რევაზ ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო . ღონისძიებას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი. მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს: ბატონი რეზო ინანიშვილის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და მწერლებმა. 159-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები მისი უკვდავი მოთხრობებიდან. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა - „თორდა“ , ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი.

 

 SemoqmedebiTi