2014 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თბილისის გოგონათა გუნდის, ხელმძღვანელი ომარ ბურდული და სიონის მგალობელ ვაჟთა გუნდის, ხელმძღვანელი ლაშა ზაალიშვილი ერთობლივი კონცერტი, რომელიც მიეძღვნა პატრიარქის აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილეს. გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა შეასრულეს ი. კეჭაყმაძის, ჯ. ბეგლარიშვილის, ლ. კვეტენაძის, ზ. ბოლქვაძის, ე. უაიტეკრის ნაწარმოებები, ასევე საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის საგალობლები და ხალხური სიმღერები.

 

 SemoqmedebiTi