2014 წლის 18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „ქართული ტრადიციული სამოსი“. საუბარი წარმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იზოლდა მელიქიშვილმა.
„ჩემი საუბრის თემა იყო „ქართული ტრადიციული სამოსი“. ფოტომასალა რომელიც წარუდგინეთ ბავშვებს დამადასტურებელია თუ როგორი მრავალფეროვანი და მრავალდარგოვანია ქართული სამოსი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვებს მიეცათ საშუალება ენახათ არა მარტო ერთი კუთხის სახეობის სამოსი, არამედ საქართველოს ყველა კუთხე, მისი ტრადიციული შესამოსელით, მისი ტარების წესისა და კულტურის გათვალისწინებით. ეს რა თქმა უნდა ახალგაზრდებისთვის იქნება ძალიან საინტერესო თუ კი ისინი ოდესმე გადაწყვეტენ შეიმოსონ თანამედროვეობაში ძველი ქართული ტრადიციული სამოსით“. - გვითხრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იზოლდა მელიქიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა რუსთავის 22-ე საჯარო სკოლის 7-ე -8-ე კლასის მოსწავლეები.

 

 SemoqmedebiTi