2014 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „წირვა-ლოცვის არსი“. საუბარი წარმართა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სხირტლაძემ.
„ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ წირვა - ლოცვის ანუ ღვთისმსახურების როლის შესახებ ადამიანის ექზისტენციალურ ყოფიერებაში, მისი საზრისის ძიებაში.
თუ რას ნიშნავს ცხოვრების გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ხილულ თუ უხილავ თავდასხმებისგან თავის დაცვის მექანიზმები. განვიხილეთ ასევე ფსიქიური მდგომარეობები რომელიც ჯამრთელდება ევქარისტიაში ხშირად მონაწილეობისას, ზიარების ხშირად მიღებით.
რა შეიძლება ადამიანს აწუხებდეს, როგორ შეიძლება მან მგძნობიარობა გააკონტროლოს, რომელიც ზოგჯერ გადადის ფსიქიურ დარღვევაში. როგორ შეიძლება ადამინმა თავი დაიცვას ბოროტი თვალისაგან, ზრახვისაგან, გარკვეული შინაგანი ამპარტავნებისაგან და იმ მდგომარეობისაგან, რომელიც ადამიანს ხშირად აზიანებს. თავის დროზე მოძღვრის მიერ თუ მოყვასის მიერ უნდა იქნას მითითებული სწორი მიმართულება “ - გვითხა მამა გიორგი სხირტლაძემ.

 

 SemoqmedebiTi