მხატვარ ჟანი ხითარიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 2014 წლის 18 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მხატვარ ჟანი ხითარიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 20 ივლისამდე. ავტორი გამოფენას უძღვნის ქ. თბილისს . გამოფენაზე წარმოდგენილია 70 -მდე გრაფიკაში შესრულებული ნახატი. მხატვარი ჟანი ხითარიშვილი დაიბადა 1973 წელს ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა ქ. თბილისის გ. კობახიძის სახ. 77-ე საშუალო სკოლა; 1991 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი. მხატვარი იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში თბილისში, ბათუმსა და ბორჯომში.

სურათები იხილეთ მოცემულ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.777030522348842.1073742258.251436844908215&type=1

 

 SemoqmedebiTi