2014 წლის 16 ივლისს  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია - „ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის“ ორგანიზებით გაიმართა  კულტურული ღონისძიება - „მე ვხედავ მზეს“.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციის - „ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის“ მოადგილე  ანა კაკაბაძე,  ორგანიზაციის - „თბილისის კომიტეტი“ ხელმძღვანელი ანა სპარსიაშვილი, საქართველოს უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ბრეგვაძე. მონაწილეობდნენ: „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ ქალთა კვარტეტი „ედელვაისი“  და ახალგაზრდა პოეტები: თორნიკე ნაროზაული, ირაკლი დეისაძე, ანა კანკაძე,  სოფო მენაბდიშვილი.  ასევე გამოიფინა უსინათლო ხელოვანთა ნამუშევრები: გიორგი ქობელაშვილის ნახატები,  ირმა ბარაბაძის და გიორგი პეტრიაშვილის  ხელნაკეთი ნივთები. კულტურული ღონისძიება - „მე ვხედავ მზეს“ ემსახურება უსინათლოთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.

აღნიშნული ღონისძიება მოეწყო  „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“-ს პარტნიორობით და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის“ დაფუძნდა 2013 წლის 26 ივნისს. ორგანიზაციას აქვს ორი ძირითადი მიმართულება: სოციალური და კულტურული. ის ემსახურება ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში, სხვადასხვა სახის დაავადების მქონე და გაჭირვებული პირების დახმარებას როგორც მორალურად, ისე ფინანსურად.

 

 SemoqmedebiTi