2014 წლის 8 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნინო მოდრეკილაძის პირველი პოეტური კრებულის - „სულის  ქარვები“  წარდგინება. საღამოს უძღვებოდა პოეტი და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანი.

პოეტის  შემოქმედებისა  და  წიგნის შესახებ ისაუბრეს: დეკანოზმა თავმას ჩოხელმა, გიული ჩქარეულმა, ტრისტან მახაურმა, ქეთი კანდელაკმა, ნათია სუხაშვილმა, ლია მენაბდიშვილმა, ვახტანგ გაჩეჩილაძემ და სხვ. პოეტმა ლექსები წაიკითხა თავისი ახალი წიგნიდან.

ღონისძებას ესწრებოდნენ: პოეტები, ლიტერატურათმცოდნეები, პედაგოგები.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა დებმა ზვიადაურებმა. მათ შეასრულეს, თავად, ნინო მოდრეკილაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა.

პოეტის პირველი  წიგნი - „სულის  ქარვები“  დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“. რედაქტორი: გიული ჩქარეული;  მხატვარი ბესიკ დუღაშვილი;

ავტორი კრებულს უძღვნის მეგობრის, ნინო ფალიანის ხსოვნას.

 

 SemoqmedebiTi