2014 წლის 18 მარტს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, რაჭის განვითარებისა და გადარჩენის კავშირის ორგანიზებით, გაიმართა პოეტ ბადრი სულაძის 50 წლის იუბილე და მისი წიგნის - „რაჭა, შენ რომ არ მყავდეწარდგინება.
წიგნის - „რაჭა, შენ რომ არ მყავდე“ რედაქტორია ელენე სალარიძე. პოეტი ბადრი სულაძე ახალ კრებულს რაჭას და რაჭველებს უძღვნის. მისი ლექსები რაჭის სიყვარულით არის გამთბარი.
ღონისძიებას უძღვებოდა რაჭის განვითარებისა და გადარჩენის კავშირის წევრი გრიგოლ თვალჭრელიძე.
ბადრი სულაძის შემოქმედებისა და მისი წიგნის  შესახებ ისაუბრეს: რაჭის განვითარებისა და გადარჩენის კავშირის ხელმძღვანელებმა: ოთარ კერვალიშვილმა, იაგო გოგრიჭიანმა, ზაზა ნეფარიძე, გურამ გორდეზიანმა და სხვ.  ავტორმა ახალი კრებულიდან  საკუთარი ლექსები  გააცნო  დამსწრე საზოგადოებას.
საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლებმა - „ლაზარედაიავნანა“.

 

 

 SemoqmedebiTi