2014 წლის 18 მარტს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

საუბარი სანერგე და სასათბურე მეურნეობების განვითარების შესახებ  წარმართა კომპანია „მეღვინეობა - ხარება“-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ ვეკუამ.

შეხვედრები ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და კომპანიამეღვინეობა - ხარება“- ხელშეწყობით.

 

შემდეგი ლექცია-სემინარი გაიმართება 20 მარტ, 12:00 სთ-ზე, თემაზე: „მრავალპროფილიანი ფერმერული მეურნეობა“ (ფერმერი ქალი). საუბარს წარმართავს ირინა ფხოველიშვილი (სიღნაღის რ-ნი, სოფ. ვაქირი).

 

 SemoqmedebiTi