2014 წლის 14 მარტს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში განახლდა შემეცნებითი საუბრები.
თემაზე - ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობა ეკლესიაში საუბარი წარმართა  დიდი დიღმის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გურამ ოთხოზორიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გლდანის N6 საჯარო  სკოლის (IX, X, XI კლასები) მოსწავლეები.
საუბრის ბოლოს მამა გურამმა სკოლის მოსწავლეებს ზეთი აცხო და დალოცა.

 

 

 SemoqmedebiTi