2014 წლის 19 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ჟურნალისტების - ნესტან ჭელიძისა და  ბონდო გაგნიძის ხსოვნის საღამო.
ღონისძიებაზე გამოჩენილი ჟურნალისტები  გაიხსენეს: ლევან ფრუიძემ, როინ მეტრეველმა, ნიკო ლეკიშვილმა, გურამ გორდეზიანმა, ანა ერისთავმა, თემურ ჩალაბაშვილმა, ნუნუ გრძელიშვილმა, გია ჯოხაძემ და სხვ. მონაწილებდნენ: ანსამბლი „ძირიანი“, თეატრალური კვარტეტი, ქართული ხმები.
„რაჭის  გადარჩენის კავშირმა, რომელსაც ბატონი ლევან ფრუიძე ხელმძღვანელობს ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩაიფიქრა. ერთერთი გახლავთ რაჭიდან გამოსული მოღვაწეების გახსენება, ამავე დროს, იმ ადამიანებთან შეხვედრები, ვინც დღესაც კარგ საქმეს აკეთებენთავიანთი კუთხისთვის.  დღევანდელი საღამოეძღვნება  კაცს,რომელმაც ხალხის გადარჩენის იმედით ჩამოაყალიბა გაზეთი „რაეო“.  ეს გაზეთი იყო ხიდი თბილისში   და რაჭაში მცხოვრებ რაჭველებს შორის.  გაზეთი „რაეო“-ს  რედაქცია მარჯანიშვილის  №5  მდებარეობდა. იქ მისული, პატარა რაჭას ნახავდით. უამრავი პრობლემა გადაიჭრა, ამ დიდებული ადამიანის, ბონდო გაგნიძის ხელმძღვანელობით. სულით-ხორცამდე  ხელოვანი, უჭკვიანესი მოღვაწე იყო.
რაც შეეხება  ქალბატონ ნესტან ჭელიძეს.  იგი  იყო ინგლისურის სპეციალისტი.  ულამაზესი,  თავმდაბალი, უბრალო, საოცარი ადამიანი. ამერიკაში მუშაობდა, იქ ლექციებს კითხულობდა.რაჭაში, რომ ჩამოვიდა თავის სოფელს გამოუყვანა წყალი, უყიდა ავტობუსი და  ტელევიზია. ეს პატარა შტრიხებია მათი ბიოგრაფიიდან. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს, სხვებთან ერთად, გავიხსენებ ჩემს მეგობრებს “-გვითხრა საღამოს  ერთერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ნუნუ გრძელიშვილმა.

ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ: კულტურისა და ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეები, ჟურნალისტები, მეგობრები და ოჯახის წევრები.

 

 

 SemoqmedebiTi