2014 წლის  17 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
ქართული სოფლის აღორძინების თემაზე საუბარი წარმართა  სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა დოქტორმა, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ნადირაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას ქართული სოფლის აღორძინებისა და განვითარების გეგმა გააცნო და ისაუბრა საქართველოს  ეპარქიებში ბიო-ფერმერთა სკოლების შექმნაზე. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზდა ფერმერების დასაქმებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრები ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
შემდეგი ლექცია-სემინარი გაიმართება  20 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, მეცხოველეობის ფერმერული მეურნეობების ენერგომომარაგების თემაზე. საუბარს წარმართავს ნუგზარ სულამანიძე.
მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 12:00 სთ-ზე.

 

 

 SemoqmedebiTi