2014 წლის 16 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნინო კობახიძის წიგნისდედამიწაზე ემიგრანტებად გაბნეული ასურელებიწარდგინება.
წიგნში მხატრულადაა გადმოცემული უძველესი ისტორიული ერის - ასურელების თავგადასავალი.


„წიგნი იწერებოდა 5 წლის განმავლობაში. მისი შემკვეთნი იყვნენ ასურელი ახალგაზდები, რომელთა  სურვილიც  იყო გამეკეთებინა წიგნი ქანდაზე. ასურელების ისტორია არ იწყება ქანდიდან, მათი ძირი მოდის ისტორიული აქადელებიდან და იწყება ბაბილონის ისტორიით. წიგნზე მუშაობას დიდი შრომა დასჭირდა;  რიგით მერვე ისტორიული წიგნია ჩემთვის. დღეს ასურელები მთელ მსოფლიოში არიან გაბნეულნი. ამ ხალხს  სამშობლო არ აქვს. ეს წიგნი ომს და მშვიდობას ეხება.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან  აქ მცხოვრები ასურელები. ისინი პირველი ქრისტიანები არიან. ამ წიგნში მოთხრობილია,  ასევე, ედესას ისტორია. ეს არის ანჩისხატის ისტორია. იწყება ედესიდან და მთავრდება თბილსში. ეს ხატი დღეს თბილისშია დაბრძანებული“ - გვითხრა ნინო კობახიძემ.
წიგნის წარდგინებას ესწრებოდნენ: სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

 

 

 SemoqmedebiTi