2014 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელშეწყობით გაიმართა  ლეიკემიით დაავადებული ბავშვების (5-16 წლამდე) გამოფენა, სახელწოდებით: „მე მსურს“.
გამოიფინა 8  ბავშვის  20 ფერწერული ნამუშევარი.
გამოფენა გაიმართა მხატვარ ვახუშტი რომელაშვილის ორგანიზებით.
მხარდამჭერები: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ ჩეჩელაშვილი, ხათუნა წიკლაური, მხატვარი მზია კაშია, ზაზა ფაჩულიას სასტუმრო - „HOTEL Z.P. PALASI", თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, „არტ-ფონდი“.

 

 

 SemoqmedebiTi