2014 წლის 10 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო პოეზიის საღამო ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღსადგენად
ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XIII საუკუნის პირველ ნახევარში აგებული კულტურული ძეგლია და დუშეთის რეგიონში ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ გუმბათოვან ტაძარს წარმოადგენს.
საღამოს უძღვებოდნენ: დავით მღვდელაძე და თამარ რურუა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ვალერი ქოსოევი, ნინო ჭიკაიძე, გურამ თათულაშვილი, თორნიკე ქადაგიშვილი, სოფიო ალადაშვილი, გვანცა ბერაძე, თამარ ფეიქრიშვილი, კესარია უდუმაშვილი, ანა სალთხუციშვილი, გიორგი ხაზარიშვილი, თორნიკე თანიაშვილი, ლაშა ქვარცხავა, გოდერძი აბულაშვილი, მარიამ მაშანეიშვილი, გვანცა ბერაძე.
საღამოდან შემოსული თანხა მოხმარდება ეკლესიის რესტავრაციასა და აღდგენას.


 

 SemoqmedebiTi