10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 11 თებერვალს,  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ჟურნალის „კარიბჭე“ საიუბილეო საღამო.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შეხვდა ჟურნალის ყველა გულშემატკივარ და მედიის წარმომადგენელს
შეხვედრას ესწრებოდნენ:  მღვდელმთავრები, სხვა სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
მთავარმა რედაქტორმა, თამარ მამაცაშვილმა, ჟურნალისა  და  მუშაობის ათწლიან  პერიოდზე  ისაუბრა.
საიუბილეო საღამოზე გამომცემლობა „პალიტრა L“-მა საკუთარი გამოცემული წიგნებით დაასაჩუქრა  ჟურნალის სარედაქციო კოლეგია.  ჟურნალ „კარიბჭის“ საიუბილეო ნომერი გადაეცა  ჟურნალის მკითხველს.
წლების განმავლობაში ჟურნალმა არსებითი წვლილი შეიტანა საზოგადოების მართლმადიდებლურ განათლებაში, სულიერების ჩამოყალიბებასა და სრულყოფაში. 
აღსანიშნავია
აღსანიშნავია ასევე რომ, ჟურნალ „კარიბჭეს“, საეკლესიო ცხოვრების ამსახველ მედიაში სავსებით გამორჩეული და თვითმყოფადი ადგილი უკავია.

 

 SemoqmedebiTi