შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის

2014 წლის  6 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში   გაიმართა შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.
სასათბურე მეურნეობა - მებოსტნეობის თემაზე საუბარ წარმართა (შ.პ.ს „გურია“) ნინა პეტროვა-ძნელაძე.
ღონისძიების მონაწილეებმა, ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით საკუთარი იდეები წარმოაჩინეს, რომელზეც მხარდაჭერა აღუთქვა მომხსენებელმა.

„მივესალმები, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება. დღეს დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრე სასათბურე მეურნეობისა და მებოსტნეობის შესახებ.  გავუზიარე ჩემი გამოცდილება.  ფერმერთა უმრავლესობამ ქალაქები მიატოვა და მეურნეობა წამოიწყეს ქალაქგარეთ, სოფლებში. განათლებით აღმოსავლეთმცოდნე ვარ. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი საღვარგარეთ.  ბევრ ქვეყანაში მაქვს მიღებული  გამოცდილება. დღესდღეობით ვარ ინტერიერის დიზაინერი.
სამი წელია რაც  ამ საქმეს  შევუდექი,  რომელიც დაწყებული იყო ჩემი ოჯახის მიერ.  ჩვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე იყო თერმული წყლები. საქართველოში, გარდატეხის პერიოდში, ჩემმა მშობლებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ ტერიტორიაზე სასათბურე მეურნეობის გაშენება. დღესდღეობით გვაქვს სამი სათბური. ყველაფერი  გადამყავს ბიოპროდუქტზე.  მოგვყავს რამდენიმე ჯიშის პამიდორი, კიტრი, სალათების 12 სახეობა. სხვადასხვა ბოსტნეული უფრო ცოტ-ცოტა. დღესდღეობით ვმუშაობთ იმაზე რასაც ბაზარი მოითხოვს.   ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ერთი დღის საქმე, ამას სჭირდება წლები.  ჩემი ყველაზე დიდი მიზანია სუფთა პროდუქტი მიეწოდოს მოსახლეობას“. - გვითხრა „შ.პ.ს გურია“-ს  დირექტორმა ნინა პეტროვა-ძნელაძემ.
მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებულთათვის, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 12:00 სთ-ზე.
10 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, ტრადიციული მეღვინეობის თემაზე საუბარს წარმართავს გელა ფათალიშვილი (შ.პ.ს „ხოხბის ცრემლები“).
13 თებერვალს, 12:00 სთ-ზე, ნიორის წარმოების თემაზე საუბარს წარმართავს შოთა ახვლედიანი.

 

 

 SemoqmedebiTi