2014 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა წიგნისძახილი მთიდანწარდგინება.
წიგნი გამოიცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და  ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,  სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსის იეგუდიელის (ტაბატაძე) და იღუმენ  პავლე ჭანტურიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით. წიგნში შესულია მთის თემაზე დაწერილი 14 მოხევე პოეტის ლექსი.
საღამოს  უძღვებოდნენ:  თამარ ოდიშვილი და გელა ელოშვილი. მონაწილეობდნენ მოხევე პოეტები: გიორგი გელაძე, ნიკა ბუჩუკური, გიორგი (გოგა) ფიცხელაური, რომან ქუშაშვილი, ლევან ხუციშვილი, გივი ხუციშვილი, ბექა ოჩიაური, ბათო ავსაჯანიშვილი, გიგლა ნარიმანიძე, თამარ ქუქიშვილი, ციკო ფიცხელაური, დალი ფირანიშვილი, სალომე ჩაბაკაური, ხატია გელაძე, მარი მარსაგიშვილი. ასევე სოფელ  სიონის  ტაძრის  მგალობელთა გუნდი, ვაჟიკო ბუჩუკური, ანი და ნიკა ბუჩუკურები, სოფელ სიონის საჯარო სკოლის გუნდი,  სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია-პანსიონის გუნდი.
საღამოს ესწრებოდნენ: სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე),  იღუმენი  პავლე ჭანტურიძე, სხვა  სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.

 

 

 SemoqmedebiTi