2014 წლის 9 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო ელისო გელენიძის დასახმარებლად.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  მომღერლები  და ახალგაზრდა პოეტები.
37 წლის ელისო გელენიძე 3 ვაჟის დედა გახლავთ. მას გამოკვლევების შედეგად თურქეთში დაუდგინეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, რომლის განკურნების ერთადერთი გზაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაა, რისთვისაც საჭიროა 180 000$.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ელისო გელენიძის ოჯახს.

 

 

 SemoqmedebiTi