2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
მეცხვარეობის სფეროში ბიზნესის დაწყების შესახებ საუბარი წარმართა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ  ბექა გონაშვილმა.
„დღეს, დიდი სურვილი მაქვს, რომ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რაც ჩვენ დარგთან არის დაკავშირებული ბიზნესის კუთხით.  მცირე მიმოხილვასაც გავაკეთებთ საქართველოში მეცხვარეობის დარგის შესახებ, ასევე საკუთარ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ სფეროთი და შემოგვიერთდნენ.  რათა  ჩვენ  თვითონ   გავაძლიეროთ ჩვენი სოფელი“ - აღნიშნა შესავალ სიტყვაში ბექა გონაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - ნინო ზამბახიძე, მოადგილე - ეკატერინე ლომინაშვილი, კომპანია „მეღვინეობა ხარება“- ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ვეკუა.
მცირე და საშუალო ბიზნესის დამწყებთათვის, სხვადასხვა საკითხებზე, შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 13:00 სთ-ზე საპატრიარქოს  ახალგაზრდულ ცენტრში.

 

 

 SemoqmedebiTi