2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა მაკა ჩხაიძის წიგნის - „ცხოვრება წმიდისა ნინოისიწარდგინება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), სასულიერო პირები,  საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები,  საქართველოს სასულიერო სემინარია - აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
„ ეს წიგნი დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა.  წიგნზე მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო.  მაშინ ბავშვებისათვის ვაპირებდი ამ  წიგნის შედგენას უფრო მოკლედ და მარტივად.შემდეგ, წლების განმავლობაში გვერდზე მქონდა გადადებული, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დავუბრუნდი მასზე მუშაობას.  ანუ ეს წიგნი  3-4 წლის ნამუშევარია. არის ძველ წყაროთა საფუძველზე შექმნილი, შეჯერებული ნაწარმოები.  ჩემი პირველი წიგნია,  რომელშიც ტექსტიც  და ილუსტრაციებიც საკუთარია. წიგნი გამოიცა მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით“ _  გვითხრა მაკა ჩხაიძემ (საქართველოს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხატწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი).
წიგნი ეფუძნება წმინდანის ცხოვრების ხუთ სხვადასხვა უძველეს წერილობით წყაროს („მოქცევაი ქართლისაისრედაქციები; ლეონტი მროველისცხოვრება მეფეთა“; არსენ იყალთოელისწმიდა ნინოს ცხოვრება“; უცნობი ავტორისწმიდა ნინოს ცხოვრება“; ნიკოლოზ გულაბერისძისსაკითხავი სვეტისა ცხოველისა“) და მათ შეჯერებულ და გაერთიანებულ ვერსიას წარმოადგენს. წარმოდგენილი წიგნი პირველი მცდელობაა წყაროთა ასეთი გაერთიანებისა.
ძველ წყაროებში განსხვავებული აქცენტით და სისავსით არის მოთხრობილი ცალკეული ფაქტი და მოვლენა. წარმოდგენილ წიგნში, წმიდა ნინოსთან და ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული, ყველა მოვლენა თანამიმდევრულადაა გადმოცემული, რათა სრულად წარმოჩენილიყო, თანამედროვე ქართველთათვის უფრო ახლობელი, საყვარელი და მნიშვნელოვანი გამხდარიყო განმანათლებელი ქალწულის ცხოვრება და ღვაწლი, მისი მისია ქართველი ერის წინაშე.
წიგნს დართული აქვს ვრცელი შენიშვნები და განმარტებები; უხვად არის ილუსტრირებული ავტორის მიერ და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.


 

 SemoqmedebiTi