2014 წლის 20 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, პირველი ლექცია - სემინარი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ წარმართა. ღონისძიების მონაწილეებმა, ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით საკუთარი იდეები საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნინო ზამბახიძეს, გააცნეს, რომელმაც მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
დღეს საუბარი გვექნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. მიმოვიხილავთ რეგიონებში არსებულ პრობლემებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში 750 დამწყები ფერმერი გვყავს, შეიძლება ითქვას, რომ დამწყებებს ვლობირებთ, რათა მათ გაუღვიძოთ მოტივაცია, იმისათვის, რომ დაბრუნდნენ რეგიონებში და დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა. მე ყველას მხარში დავუდგები, ვისაც ჩემი დახმარება დასჭირდება.“ - გვითხრა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯომარემ.
შეხვედრას ესწრებოდა კომპანიამეღვინეობა ხარება“- ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ვეკუა.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. მეცხვარეობის თემაზე საუბარს წარმართავს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი. მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით ლექცია - სემინარები გაიმართება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 13:00 საათზე.

 

 

 SemoqmedebiTi