2014 წლის 21 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა ემიგრაციაში მყოფი პოეტის ნანა მეფარიშვილის მეორე კრებულის - „კვართის აკვანი-ს წარდგინება.
წიგნი გამოსცა ლიტერატურულმა საზოგადოება „ვერკვლისციხელმა“. დაბეჭდილია გამომცემლობაგრიფონისმიერ და შესულია 400 -მდე ლექსი. წიგნის რედაქტორი - ტარიელ ხარხელაური; მხატვარი - თათია ქვლივიძე;
საღამოში მონაწილეობდნენ: ნანა მეფარიშვილის მეგობრები, ცნობილი პოეტები და მომღერლები, ასევე ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებაზე სტუმრებს, პირდაპირ ეთერში ამერიკიდან ჩაერთ ავტორი, მიესალმა მათ და წაიკითხა ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი), მამა გიორგი დორეული, მამა კონსტანტინე პაიჭაძე, მამა ილია ჭიღლაძე, მამა გურამ ოთხოზორია,   რეჟისორი რეზო ჩხეიძე, პოეტი ტარიელ ხარხელაური,  პროფესორი ტრისტან მახაური,  დიასპორის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესპიკერი ხათუნა ჩარკვიანი, თამთა ბერძენიშვილი - ნანა მეფარიშვილის შვილი,  შვილმკვდარი დედები  და სხვები.

 

 

 SemoqmedebiTi