2014 წლის 18 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ჩატარდა „ამაგდარის -საქველმოქმედო საზოგადოება ყველა ასაკისათვის“ შემაჯამებელი კრება.
შეხვედრაზე შეაჯამეს მათ მიერ ჩატარებული მუშაობა და ამოცანები. „ამაგდარის“ საბჭოს შემადგენლობაში ორი ახალგაზრდა წევრი მიიღეს.
„ჩვენ ვართ საქმელმოქმედო ორგანიზაცია „ამაგდარი“, სადაც გაერთიანებულია ყველა ასაკის ადამიანი. ჩვენი ძირითადი მიზანია, გაღმავდეს თაობათა შორის ურთიერთობები. „ამაგდარი“ 5 წელია რაც შეიქმნა. მასში გაწევრიანებულია 800 მეტი ადამიანი - აღნიშნა „ამაგდარის“თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ვახუშტი ქიზიყურაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს აჩვენეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხუთი წლის წინ, გადაღებული ფილმი – „ГРУЗИНСКАЯ ПЕСНЬ РОССИИ", რომელშიც ასახულია რუსეთისა და საქართველოს კეთილშობილური ურთიერთობა.
ამავე დღეს მოეწყო „ამაგდარის“ ხელოვანი წევრების: არქიტექტორ კოტე მემანიშვილის, მხატვარების - ლულუ დადიანისა და ზურაბ ნინოსელის ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული და არქიტექტურული ნამუშევრები.

 

 

 SemoqmedebiTi