2014 წლის 10 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ლექსების კრებულის -სამშობლოს სურნელიწარდგინება.
ღონისძიებას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი. ლექსების კრებულის შესახებ ისაუბრეს: თამარ ლომიძემ, მარინა ხარხელაურმა, მარიამ წიკლაურმა, ტარიელ ხარხელაურმა, ემიგრანტმა პოეტმა გიული ჩქარეულმა და სხვ.    ქართული ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს მომღერლებმა – თამარ ალადაშვილმა და ეკა ბაიაშვილმა.
წიგნი გამოსცა გამომცემლობასაუნჯემ“.
პროექტის -ხმა ემიგრაციიდანიდეის ავტორები არიან თამარ ლომიძე, მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი და მარინა ხარხელაური. წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა თამარ ლომიძემ. რედაქტორი - მარინა ხარხელაური. დიზაინერი - თეა აკობია. მხატვარი - თამარ ლომიძე. წიგნში შესულია 43 ავტორის ლექსი.


 

 SemoqmedebiTi