2013 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში,  გაიმართა  კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიება  გახსნა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) და კონკურსის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოვლინდა გამარჯვებულები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი  (15-18წ.):  I ადგილი არ გამოვლინდა; II ადგილი- სანდრო კეკუა; III ადგილი-სოფიო ბორძიკიძე.
საშუალო ასაკობრივი ჯგუფი (10-14წ.): I ადგილი - თენგიზ მარგიშვილი; II ადგილი - გვანცა მაღლაკელიძე;  III ადგილი - რომანი მალაზონია.
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (6-9წ.): I ადგილი - ნინო ჯელაძე; II ადგილი - საბა კერესელიძე;  III ადგილი - ნუცა სესიაშვილი.
"საუკეთესო ნაშრომისთვის ყველაზე პატარა მონაწილეებს შორის" გამარჯვებული გამოვლინდნენ ელენე  და ლიზი სიხარულიძეები.
გამარჯვებულებს  საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან  გადაეცათ  სიგელები და ფულადი ვაურები. ასევე კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები.
კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე სამი წელია, რაც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 SemoqmedebiTi