2013 წლის 27  დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დაიხურა  სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია _ „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.
მთელი დღის განმავლობაში  მოხსენებები წაიკითხა ოცდაერთმა მოსწავლემ.
კონფერენციას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი.
კონფერენციას ესწრებოდა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ  დალოცა  კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია _ „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ გაიხსნა  26 დეკემბერს.  ორივე დღეს გამარჯვებული  ნაშრომები წარმოადგინა საქართველოში არსებულმა  სხვადასხვა სკოლის ორმოცმა მოსწავლემ, რომელთა თემებიც მალე წიგნის სახით გამოიცემა.  კონფერენციაში  მონაწილე ყველა მოსწავლეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან სიგელები გადაეცა.
კონფერენციის პარალელურად წარმოდგენილი იყო იმ მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც დაიწერა 2011-2012 წელს, სასწავლო პრაქტიკული კონფერენციის „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ ფარგლებში. წიგნად გამოცემული თემების ავტორებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები და სიგელები.
სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ 2009 წლიდან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 SemoqmedebiTi