2013 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა თამარ მეფის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია და გამოფენა, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ის აღსაყდრებიდან 36 - წლისთავს.
თამარ მეფის საიუბილე წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა იზოლდა მელიქიშვილმა.
მოხსენებები წაიკითხეს: სასულიერო აკადემია-სემინარიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებმა: გიგლა ბენაშვილმა - „წმ. თამარის სახე ქართველი ერის ცნობიერებაში“, გვანცა ბერაძემ (ხელმძღვანელი ქეთი მამასახლისი) -„წმ.თამარი ქართველ მეხოტბეთა პოეზიაში“, სოლომონ გელაშვილმა (ხელმძღვანელი გურამ ბენაშვილი) - „წმ. თამარი ქართულ ლიტერატურაში“.
უწმინდესის და უნეტარესის აღსაყდრებიდან 36 - წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის გამოყენებითი ნიმუშები: ნაქარგები, ნაქსოვი, თექა, ქვილთი, საეკლესიო და საერო ტანისამოსი, ხეზე ჭრის ნიმუშები, მინანქარი, ძველი ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული იარაღი, საეკლესიო ნივთები და ნაქარგები, თოჯინები და სხვ. სულ ექსპოზიციაში მონაწილეობას ღებულობდა 47 ავტორი. გამოიფინა: სიონის საპატრიარქო ტაძართან და წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლების, დავითიანნის სოციალურული საწარმოს, თბილისის სახელოსნოებიდან და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორების, ფერისცვალების სახ. დედათა მონასტრიდან წარმოდგენილი ნამუშევრები.

 

 

 SemoqmedebiTi