2013 წლის 23 დეკემბერს, ანსამბლშავნაბადასხელმძღვანელის, დავით ცინცაძის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ღონისძიება: ლანჩხუთის კულტურული ცხოვრების ერთი დღე - „ლანჩხუთელების ღიღინი“.
მოეწყო გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სამხატვრო სკოლის მასწავლებლების მიერ გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული ნამუშევრები, ასევე ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობები. რეწვის ოსტატებმა წარმოადგინეს ხის ნაკეთობები, ხელნაკეთი ნამუშევრები, ადგილზევე დაამზადეს გურული ჩიჩილაკი.
გაიმართა ჯიხეთის დედათა მონასტრის დედაოების ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, მათ მიერვე შესრულებული საგალობლების ფონზე.
ამ დღისთვის საგანგებოდ გაიშალა გურული ტრადიციული ტაბლა, რომელთანაც .. საკალანდო გობით ხელში შესრულდა გურული დალოცვა. ადგილზე მოქსოვეს ჭილოფის ქუდები.
გამოფენას მთელი დღის განმავლობაში აფორმებდა კულტურის ცენტრის ხალხური საკრავების შემსწავლელი წრის აღსაზრდელები.
ღონისძიება დასრულდა კულტურის ცენტრის კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანსამბლიშავნაბადა“, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლიმხედრები“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლიცისიერი“, კულტურის ცენტრის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელთა და ჯიხეთის დედათა მონასტრის დედაოთა ტრიოები; თეატრალურმა დასმა წარმოადგინა სამი ეტიუდი ეგნატე ნინოშვილისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან, ასევე აჩვენეს მხარეთმცოდნეობის, კინოსა და თეატრის მუზეუმების სლაიდშოუ.

 

 

 SemoqmedebiTi