2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ვაჟთა ანსამბლერქვანისმესამე დისკის წარდგინება, რომელშიც შესულია აუდიო და ვიდეო მასალა.
ღონისძებაზე ანსამბლმა შეასრულა ხალხურ სიმღერებ და საგალობლებ. საღამოს უძღვებოდა  რეჟისორი თამარ თაგვაძე. ესწრებოდნენ: სხვადასხვა ანსამბლების ლოტბარები და მოწვეული სტუმრები.
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლიერქვანიშეიქმნა 2001 წელს ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში, მუსიკალური სკოლის ბაზაზე. თორმეტწლიანი არსებობის მანძილზეერქვანმაწარმატებებს მიაღწია - არის მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო ფესტივალების, პროფკავშირების პრემიის ლაურეატი, სახელმწიფო დიპლომის - „V-ვეგამფლობელი. „ერქვანისაერთაშორისო ფესტივალების ოთხგზის გრანპრის მფლობელია.
ანსამბლი სიმღერის გარდა სხვადასხვა კუთხისა და კილოს საგალობლებს გალობს. ამ მხრივ აღსანიშნავია ანსამბლის თანამშრომლობა სამების საკათედრო ტაძართან და საპატრიარქოსთან. აღდგომისა და შობის დღესასწაულებზეერქვანისხვა რამდენიმე ანსამბლთან ერთად გალობს სამების საკათედრო ტაძარში. 2009 წელს საპატრიარქოს მიერ ანსამბლს ქართული კულტურის დესპანის წოდება მიენიჭა.
დღესდღეობით ანსამბლში ხუთი თაობის წარმომადგენელი მღერის. „ერქვანისრეპერტუარი საკმაოდ მდიდარია კუთხური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით.
აქტიურია და აღსანიშნავი ანსამბლის საგასტროლო მოღვაწეობაც. 2013 წლის 21-26 აგვისტოს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, გამართულ III საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც თავი მოიყარეს სხვადასხვა ჟანრის მომღერალთა გუნდებმა, ანსამბლი დაჯილდოვდა მთავარი პრიზით - “GOLD DIPLOMA”. ამ მხრივ ფესტივალი საკმაოდ ღირებული და წარმატებული გამოდგაერქვანისთვის“.
გუნდის ხელმძღვანელი და ლოტბარი კახაბერ შაქიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსადმთავრებულია საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობის განხრით. იგი ბავშობიდან ანსამბლმართვესწევრია. კახაბერ შაქიშვილი შემდგომში მღეროდა სახელმწიფო საგუნდო კაპელაში და სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლრუსთავში“. ორ ათეულ წელზე მეტია კახაბერ შაქიშვილი მომღერალთა თაობებს ზრდის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში.
დღესღეობითერქვანიკვლავ სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას და რეპერტუარს საარქივო მასალით ამდიდრებს.

 

 

 SemoqmedebiTi