2013 წლის 1 დეკემბერს, 19:00 სთ–ზე, წიკლაურთა საგვარეულო ერთობის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართება  წიკლაურთა გვარის შემოქმედებითი საღამო და გამოფენა.
საღამოს წარუძღვებიან ლელა წიკლაური და შოთა წიკლაური. მონაწილეობენ მომღერლები: მარიამ წიკლაური, ბექა წიკლაური, მაგდა წიკლაური, ნოდარ წიკლაური, თამარ ჭინჭარაული, ნონა ლიქოკელი. პოეტები: გიორგი წიკლაური და მარიამ წიკლაური. ასევე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის გოგონათა და ვაჟთა ანსამბლები: „იავნანა“ და  „ლაზარე“.
ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები, წაიკითხავენ ლექსებს. აჩვენებენ ნანა წიკლაურის და ვიქტორ წიკლაურის ანიმაციებს.
მოეწყობა გამოფენა. ექსპოზიციაზე  წარმოდგენილი იქნება წიკლაურთა გვარის ისტორიული ფოტოები, ახალგაზრდა მხატვრების - სალომე წიკლაურის და მარიამ წიკლაურის ფერწერული ნახატები. ასევე  გამოიფინება ქეთი წიკლაურის და სხვა ავტორების ხევსურული ნაქარგები.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I  სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 

 SemoqmedebiTi