2013 წლის   2  დეკემბერს,   19:00 სთ-ზე,  არასამთავრობო ორგანიზაცია „გენცი 2013“-ის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართება  შ.შ.მ. პირთა დღისადმი მიძღვნილი ქართული ტრადიციული სიმღერების ინტეგრირებული საქველმოქმედო საღამო.
ღონისძიება ეძღვნება  შ.შ.მ. პირთა უფლებების დაცვის დღეს, რომელიც ყოველწლიურად  3 დეკემბერს აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში.
მონაწილეობენ ანსამბლები: „აღსავალი“, „დიდგორი“, „იალონი“, „კვირია“,  „ლაგუშედა“,  „ნადი“. პოეტები: ირაკლი არღვლიანი და მიმოზა ცაავა. აგრეთვე  შ.შ.მ. პირები - ლუკა მანაგაძე და ლადო ინასარიძე, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „გენცი 2013“ დაფუძნდა შ.შ.მ პირებისაგან. მათი მიზანია შ.შ.მ. პირების უფლებების დაცვაზე,  მათ საზოგადოებაში ინტეგრირებაზე,  კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებაზე მუშაობა.
ასევე  მოეწყობა შ.შ.მ პირების ნამუშევრების გამოფენა– გაყიდვა.
ღონისძიებიდან  შემოსული თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდება ივანე (ვანო) წიკლაურის ოპერაციის ხარჯებს, ხოლო დარჩენილი მეორე ნაწილი ქალბატონ ნანა ფეიქრიშვილს, რომელიც არის პირველი ჯგუფის მქონე შ.შ.მ. პირი და რომელსაც აქვს სოციალური საწარმო და სურვილი აქვს მისი გაფართოვების, რათა შეასწავლოს და დაასაქმოს სხვა შ.შ.მ. ქალბატონები, გაჭირვების ზღვარს მიღმა მყოფი და მარტოხელა დედები.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 

 SemoqmedebiTi