2013 წლის 8 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა ანსამბლთორდასშემოქმედებითი საღამო.
ანსამბლმა წარადგინა თამარ ალადაშვილის საავტორო დისკიუდროობიდან დრომდე“. ავტორთან ერთად შესრულდა დისკში შესული ყველა სიმღერა.
საღამოს უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგნიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი. ანსამბლი და მისი ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრეს: მარინა ხარხელაურმა, ტარიელ ხარხელაურმა, გიული ჩქარეულმა, გელა დაიაურმა, ქეთი კვირკველიამ.
ანსამბლითორდაერთი წელია შეიქმნა. ანსამბლი თოთხმეტი წევრისგან შედგება. სამომავლო დიდი გეგმები მაქვს. მალე ჩემი ახალი კლიპის გადაღებები და მონატაჟი დასრულდება. ეს იქნება ახალი დუეტი. სიმღერას ლაშა მიდელაშვილთან ერთად ვასრულებ. სიმღერის მუსიკა და ტექსტი მე მეკუთვნის. „ავანთო მზეასე ჰქვია ჩემს ახალ სიმღერას _ აღნიშნა ანსამბლთორდასხელმძღვანელმა თამარ ალადაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან.

 

 

 SemoqmedebiTi