2013 წლის 4 დეკემბერს გაიმართა თელაველი პოეტის მარიამ კოზმანიშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც მოეწყო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში.
საღამოს უძღვებოდა მარინა თექთუმანიძე. პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს: წმინდა სამების ტაძრის დიაკონმა გურამ ოთხოზორიამ, პოეტებმა: ნოდარ იაგორაშვილმა, გიორგი ბუნდოვანმა, მაიკო მიქანაძემ და სხვ.
„ეს საღამო ჩემი მეგობრების ინიციატივით ეწყობა, მადლობა მათ. ორგანიზატორი გახლავთ მარინა თექთუმანიძე, არაჩვეულებრივი ქალბატონი. დღეს თბილისელი საზოგადოების წინაშე წარვადგენ ჩემს წიგნებს: „გზა შენს გულამდე“ და „ფსალმუნი სიყვარულისა“. თბილისში ჩემი საღამო პირველად ეწყობა. თელავიდან ვარ, იქ არაერთი საღამო ჩამიტარებია. ჩემი ლექსები პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. ლექსებს ბავშობიდან ვწერ. ვარ ორი წიგნის ავტორი. დღეს, ასევე გამოვფინე ჩემი ნამუშევრები, რომლებიც ბუნებრივი ქვისაგან არის დამზადებული“. - აღნიშნა პოეტმა მარიამ კოზმანიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტები და საზოგადო მოღვაწეები.

 

 

 SemoqmedebiTi