2013 წლის 25 ნოემბერს გაიხსნა ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ორასამდე მოსწავლის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მოეწყო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში. ექსპოზიცია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს (საშემოდგომო გამოფენა) მიეძღვნა.
„ყველას  დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის.  ჩვენს სტუდიაში დადის უმრავი ბავშვი. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ბავშვების მიერ ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები.  ჩვენს ახალგაზრდებს  ექსპოზიციაში მონაწილეობისათვის გადავეცით სამხატვრო სტუდიის სიგელები. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მხატვრები ეს ბავშვები არიან“ -აღნიშნა ზაალ სულაკაურმა.
გამოფენა გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.

 

 

 

 SemoqmedebiTi