2013 წლის 28 ნოემბერს, 19:00 სთ–ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შეხვედრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის დიაკონ გურამ ოთხოზორიასთან.
მამა გურამი საზოგადოებას ათონის მთაზე გატარებული ერთი თვის შესახებ შთაბეჭდილებებს გაუზიარებს, ისაუბრებს: როგორ მოღვაწეობენ ათონის მთაზე ქართველი ბერები, რა სიწმინდეებს ინახავს ათონის მონასტრები, როგორია იქ მოღვაწე მამათა ცხოვრების წესი.
შეხვედრაზე მოეწყობა ათონის შესახებ შექმნილი ახალი კლიპის ჩვენება.
ნაჩვენები იქნება გოდერძი შარაშიას ახალი ფილმის „წერილი”–ს ნაწილი, ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის – ერმოლაოსის შესახებ. დამსწრეებს დაურიგებენ წმინდა კუნძულიდან ჩამოტანილ ნაკურთხ სუვენირებს.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: ანი მალაზონია, თამარ ალადაშვილი, ნინო ქავთარაძე, ნინო კემულარია და მუსიკალური ჯგუფი.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 

 SemoqmedebiTi