2013 წლის 27 ნოემბერს,  ერლომ ახვლედიანის ოთხმოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საიუბილე საღამო.
მწერლის, კინოსცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის  საიუბილეო კვირეული ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მოეწყო  ერლომ ახვლედიანის შესახებ ვიდეო-რგოლის ჩვენება.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ:  მწერლები, რეჟისორები,  კინოსცენარისტები, მეგობრები.
„დღეს ერლომ ახვლედიანის საიუბილეო საღამოს მასპინძლობს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. გუშინ  ღონისძიება კინომსახიობთა  თეატრში გაიმართა. ამ საღამოზე  მეგობრებმა  გავიხსენეთ  ერლომი,  ვისაუბრეთ  მის შემოქმედებაზე,  ცხოვრებაზე.  ხვალ და ზეგ ფილმებს ვაჩვენებთ კინოს სახლში.  წელს  ერლომი  23 ნოემბერს 80 წლის გახდებოდა, მისი საიუბილეო წელია. ჩემი სურვილია ახალგაზრდებმა არ დაივიწყონ მისი შემოქმედება. გაეცნონ  მის ნაწარმოებებს და რა თქმა უნდა  უყურონ მისი სცენარით განაღებულ ფილმებს“. - აღნიშნა რეჟისორმა  მზია მჭედლიშვილმა.
საიუბილეო კვირეული 29 ნოემბერს დასრულდება.

 

 

 SemoqmedebiTi