2013 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა დეკანოზ ანდრია ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა.
„შევეცადე  თქვენთვის  წარმომეჩინა ჩემი  ნამუშევრები, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვქმნიდი.  მინდა ეს გამოფენა თქვენ მოგიძღვნათ სიყვარულით“ -აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში მამა ანდრიამ.
მამაოს შესახებ  მხატვარმა ჯემალ კუხალაშვილმა ისაუბრა: „ დღევანდელი დღე ჩემთვის არის სასიხარულო, ბედნიერების მომტანი. მინდა მადლობა ვუთხრა დეკანოზ ანდრია ნაცვლიშვილს, რომელმაც სულიერი  მხატვრული საიდუმლოება  წარმოგვიდგინა“.
ხალხური სიმღერები და საგალობლები შეასრულეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის  გოგონათა და ვაჟთა ანსამბლებმა.
ექსპოზიცია ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული 80 ნამუშევარი.
ექსპოზიციის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
გამოფენა გაგრძელდება 24 ნოემბრამდე.

 

 

 

 SemoqmedebiTi